Pages in topic:   < [1 2]
ქართული თარგმანის ფასი
Thread poster: -Lika-
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 12:56
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, მახო! May 18, 2011

maxo127 wrote:
იდეას რაც შეეხება, მთავარი იდეაა ინფორმირებული ვიყოთ. მე მაგალითად 0,04 ცენტი მაქვს "დეკლარირებული" და თან შეშინებული ვიყურები ვინმემ ქვა არ მესროლოს მეთქი


ქვა ვინ უნდა გესროლოთ, ვინც უფრო ძვირად თარგმნის თუ უფრო იაფად? მე $0.12-ზე დაბლა არასოდეს ჩამოვდივარ, მაგრამ ქვების სროლას არ ვაპირებ. ყველამ თავისი საქმე იცის


ეს კი იმიტომ რომ არა მაქვს წყარო ბაზრის რეალური მდგომარეობის გასაცნობად. ეს ჩემი ბიზნესი არ არის (მე მარტო ძალიან "ეგზოტიკურ" რაღაცებს ვთარგმნი, ძირითადად ტექნიკურს), არც ნაცნობების წრე მყავს, ვისგანაც გავიგებდი.

წყაროდ ეს საიტი გამოდგება. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი რა ფასებს ადებს თარგმანს. ეს ფორუმიც ინფორმაციის გასაზიარებლადაა და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება, ქართული ენა უკვე ეგზოტიკაა მსოფლიო ენების თვალსაზრისით და მისი ფასი საშუალო საერთაშორისო ფასზე მაღალი უნდა იყოს, თუმცა, რეალურად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს შორის ბევრს უჭირს ნორმალური ფასის დადება საკუთარ შრომაზე და ფასების დაგდებას იწვევს. ამის შედეგად, სხვა ქვეყნები იღებენ თარგმანს წესიერ ფასად და ჩვენ მიზერულ ფასად გვამუშავებენ.


მე მგონი არ იქნება წესების დარღვევა ერთმანეთს ღიად გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ფასებისა და კრიტერიუმების შესახებ (იმედია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არ დავარღვევთ ამით)). გავაკეთოთ ასე და დარეგულირებაც ეგ იქნება ფასების.

თუ არადა სადმე სხვაგან შეგვიძლია მოვიყაროთ თავი, სადაც ვერავინ ვერაფერს დაგვიშლის. იმავე თბილისის ფორუმზე, ან მეცა მაქვს ფორუმი ჩემს საიტზე, და ა. შ.

ჩვენ ბევრჯერ შევიკრიბეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრები. შეგვიძლია კიდევ ვცადოთ. მე იმედს მაინც არ ვკარგავ.


მე მაქვს პატარა კალკულატორი ექსელზე, რომლითაც ვითვლი ფასებს, მარა აქ ვერ გავიგე ფაილი როგორ მივაბა, თან ეს ფორუმი რატომღაც პორტუგალიურად აჩვენებს ჩემთან და მაგის რკვევის თავი არა მაქვს ეხლა

ფაილის მიბმის ფუნქცია აქ მართლაც არ გვაქვს... ენის შეცვლა კი საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში შეიძლება. საინტერესოა პორტუგალიურად რატომ აჩვენებს? საიტი IP-ს ცნობს და ენას ავტომატურად ირჩევს, თუ მომხმარებელს თვითონ არ აქვს არჩეული საიტის ენა.


 
maxo127
maxo127
Local time: 12:56
English to Russian
+ ...
სალამი ნინო, სალამი მაია May 19, 2011

ქვების სროლაში კლიენტებს ვგულისხმობდი, არა მთარგმნელებს. მე ნამდვილად მებევრა ეგ 0.04–ც, ეგეც იმიტომ "გავბედე" რომ ადრე თვითონ შემომთავაზა ეგ ფასი ერთმა ფირმამ (მარა მერე დაიკარგნენ), თან საზი... See more
ქვების სროლაში კლიენტებს ვგულისხმობდი, არა მთარგმნელებს. მე ნამდვილად მებევრა ეგ 0.04–ც, ეგეც იმიტომ "გავბედე" რომ ადრე თვითონ შემომთავაზა ეგ ფასი ერთმა ფირმამ (მარა მერე დაიკარგნენ), თან საზიზღარი თემა იყო (ბირთვული ფიზიკა და რადიაციული უსაფრთხოება), თან ინდიზაინში უნდა გამეკეთებინა.

ოკ აწი მეცოდინება, თქვენ გაიხარეთ, მართლა რატომ არ უნდა დააფასო კაცმა შენი შრომა, ეგაა რომ ბაზარიც უნდა იცოდე. რადგან არის საშუალება, ვნახავ ფასებს და იმის მიხედვით გავაკეთებ. დიდად არა ვარ მაინცდამაინც თარგმანებზე დამოკიდებული და მართლა რატომ უნდა მივცე საშუალება სხვისი ნახევარი მიხადონ. მოკლედ, კარგი ამბავია


ჩვენ ბევრჯერ შევიკრიბეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრები. შეგვიძლია კიდევ ვცადოთ. მე იმედს მაინც არ ვკარგავ.

მე ქსელში შეხვედრას ვგულისხმობ, რეალში ძნელია რა თქმა უნდა. შედეგიანი კი რატომ არ უნდა იყოს – ჩვენ ხომ შევთანხმდებით ან, მინიმუმ გვეცოდინება შეთანხმებული ფასები და მთავარიც ეგაა. ჩემმა ყოფილმა კლიენტმა ვინმეს რომ შესთავაზოს და მან 0,12 უთხრას, ის ხომ ეტყვის – აგერ კაცი 0.04–დ მითარგმნიდაო, და ეს არ უნდა მოხდეს. თუ ვინმე რაიმე მიზეზით მაინც გადაწყვეტს იაფად გაუკეთოს, ის მაინც რომ უთხრას, რეალურად ამის ფასი 0.12–ია, მარა მე გაგიკეთებ ამდენადო, ეგეც კარგი იქნება.

ენა კი გადავრთე, დღეს თავიდან ერთი გვერდი რუსულად გაიხსნა, მეორე უკრაინულად.
კი ეტყობა რომ პოლიგლოტების საიტია, მარა რამე პოლიტიკური სიახლეები ხომ არ არის ნეტა?
Collapse


 
tamilameladz (X)
tamilameladz (X)  Identity Verified
United States
Local time: 04:56
Turkish to English
+ ...
თარგმანის ფასი Mar 8, 2014

ძვირფასო კოლეგებო,

ძალიან გამეხარდა ქართული ფორუმის აღმოჩენა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს კომეტარებისათვის. ქართული იშვიათი ენაა და საკმაოდ ცოტაა თარჯიმანთა რაოდენობა (გა�
... See more
ძვირფასო კოლეგებო,

ძალიან გამეხარდა ქართული ფორუმის აღმოჩენა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს კომეტარებისათვის. ქართული იშვიათი ენაა და საკმაოდ ცოტაა თარჯიმანთა რაოდენობა (განსაკუთრებით ნიუ იორკში) შესაბამისად უცილებელიცაა, რომ არსებობდეს ერთიანი შეთანხმებული ფასი. რამდენად შეაფასებთ თვქნს ნაშრომს თქვენივე ნება, თუმცაღა, ალბათ ურიგო არ იქნება იმაზე შევთანხმებულიყავით რომ 0.10 ცენტზე ნაკლები არ უნდა გადაუხადონ ქართული ენის თარჯიმანს. მე პირადად 0.15$ ნაკლებად არ ვაკეთებ თარგმანებს.
რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან მომმართა სათარჯიმნო კომპანიამ რომელმაც 0.5$ შემომთავაზა. ძალიან მკაცრი წერილი მივწერე საპასუხოდ. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, რომ გაგვიუფასურონ ჩვენს მიერ დახარჯული დრო და ენერგია.

წარმატეტებს გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით,
თამილა მელაძე
Collapse


 
Rusudan Tabatadze
Rusudan Tabatadze
Georgia
Local time: 12:56
English to Georgian
+ ...
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, Oct 29, 2014

ძალიან გამეხარდა ქართული ფორუმის აღმოჩენა. მეც მაინტერესებდა ქართული თარგმანის ოფიციალურად დადგენილი ფასი და კარგი იქნება თუ შევთანხმდებით. პირადად სიტყვას 0.12 $ ვთარგმნი. თამილა მელაძე, �... See more
ძალიან გამეხარდა ქართული ფორუმის აღმოჩენა. მეც მაინტერესებდა ქართული თარგმანის ოფიციალურად დადგენილი ფასი და კარგი იქნება თუ შევთანხმდებით. პირადად სიტყვას 0.12 $ ვთარგმნი. თამილა მელაძე, ნიუ იორკში ცოტა იქნება ქართულის თარჯიმანი, მაგრამ თბილისში დიდი კონკურენციაა, თუმცა ხარისხიანი თარგმანიც იშვიათობაა. მქონია შემთხვევა, მოსულა ოფისში კლიენტი მითქვამს ჩემი ფასი, წასულა სხვასთან ( იაფად მითარგმნისო) და ისევ მობრუნებულა, გამისწორეთ თუ შეიძლება, ბევრი უზუსტობებიაო, მე კი უკან გამიბრუნებია. საერთოდ შემჩნეული მაქვს, რომ დიდად არ აფასებენ თარჯიმანის შრომას და ეს უნდა აღმოიფხვრას. დავაფასოთ ჩვენი შრომა!

p.s. ახალი დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე და თუ რაღაც არასწორად გავაკეთე მაპატიეთ.


პატივისცემით,
რუსუდან ტაბატაძე
Collapse


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 12:56
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, რუსიკო! Oct 29, 2014

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!

რაც შეეხება თარგმანის ფასს, არ აქვს მნიშვნელობა ნიუ-იორკში ხართ, პარიზში, აფრიკაში თუ ბათუმში, როდესაც თარგმანს აკეთებთ ინტე
... See more
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!

რაც შეეხება თარგმანის ფასს, არ აქვს მნიშვნელობა ნიუ-იორკში ხართ, პარიზში, აფრიკაში თუ ბათუმში, როდესაც თარგმანს აკეთებთ ინტერნეტით სხვა ქვეყნის კომპანიისთვის. უფრო მეტიც, როდესაც საქართველოში ხართ და ქართულ თარგმანს აკეთებთ, უფრო მიმზიდველი ხართ კლიენტისთვის. ასე რომ, არ არის საჭირო ფასის დაკლება ამის გამო. სულ სხვაა, როდესაც თარგმანს აკეთებთ საქართველოში მყოფი "კლიენტისთვის", რადგან ადგილობრივი ფასები მართლაც დაბალია. ამის გამო, მე პირადად დიდი ხანია რაც აქ არ ვთარგმნი და არავითარ შემთხვევაში არ დავწევ ჩემს ფასებს უცხოური კომპანიებისთვის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართული "იშვიათი" ენაა და მისი ფასი სხვა ენებზე მაღალია.

კეთილი სურვილებით,
მაია

P.S. ყველაფერი რიგზეა. თუ საიტთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მომმართოთ და სიამოვნებით დაგეხმარებით.
Collapse


 
Konstantin Vekua
Konstantin Vekua
Georgia
Local time: 12:56
Italian to Georgian
+ ...
Jan 6, 2015

მოგესალმებით,
კეთილი იყოს ჩემი ფეხი თანამემამულე თარჯიმნებს შორის
როგორც ვხედავ, ინგლისური ენის თარჯიმნები სჭარბობენ აქ და იტალიურ ენის თარჯიმნები თუ ვართ?... See more
მოგესალმებით,
კეთილი იყოს ჩემი ფეხი თანამემამულე თარჯიმნებს შორის
როგორც ვხედავ, ინგლისური ენის თარჯიმნები სჭარბობენ აქ და იტალიურ ენის თარჯიმნები თუ ვართ?
ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით კი სოლიდარობას გიცხადებთ, რადგან რამდენიმე იშვიათი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, მართლაც მძიმე სიტუაციაა იტალიურის თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით საქართველოში. ამას დამატებული, უფრო იშვიათი მოთხოვნის ენაა იტალიური ჩვენში და ფასების სტანდარტების ჩამოქვეითება თავმოყვარეობის საკითხიცაა, არა ოდენ არაკეთილსინდისიერი და გაუთვითცნობიერებელი დამოკიდებულება ფინანსური მხარისადმი.
როგორც ჩემს გვერდზე მაქვს მითითებული, იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური თარგმანის სტანდარტული ფასია 0.2 ევროცენტი, რადგან ინგლისურზე გაცილებით უფრო ნაკლები მოთხოვნილებაა ამ კომბინაციაზე. დიდი შეკვეთის შემთხვევაში ვაკეთებ ფასდაკლებას - 0.15 ევროცენტი.

მრავალ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალი წლის დღესასწაულებს და ღმერთმა კეთილი წელი მოგვცეს ყველას ერთად.
პატივისცემით,
კონსტანტინე ვეკუა
Collapse


 
Pages in topic:   < [1 2]


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ქართული თარგმანის ფასი






Trados Business Manager Lite
Create customer quotes and invoices from within Trados Studio

Trados Business Manager Lite helps to simplify and speed up some of the daily tasks, such as invoicing and reporting, associated with running your freelance translation business.

More info »
CafeTran Espresso
You've never met a CAT tool this clever!

Translate faster & easier, using a sophisticated CAT tool built by a translator / developer. Accept jobs from clients who use Trados, MemoQ, Wordfast & major CAT tools. Download and start using CafeTran Espresso -- for free

Buy now! »